ქართველები უკრაინის მთავრობაში: მითები თუ სინამდვილე?

ქართველები უკრაინის მთავრობაში: მითები თუ სინამდვილე?

როგორც ცნობილი გახდა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პარლამენტში (ვერხოვნა რადაში) გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობაში მაღალ თანამდებობებზე სამუშაოდ უცხოეთის მოქალაქეებსაც მიიწვევენ და ამისათვის კანონებში ცვლილებების შეტანა იქნება საჭირო. გუშინ, 27 ნოემბერს, უკრაინულმა მასმედიამ, კერძოდ, პოპულარულმა გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ რედაქციის ხელთ არსებული ცნობებით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებად ინიშნებიან ეკა ზღულაძე (საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე) და ზურაბ ადეიშვილი (საქართველოს ყოფილი გენპროკურორო და იუსტიციის ექს-მინისტრი).

გუშინ, გვიან საღამოს, უკრაინის შინაგან საქმეთ სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გავრცელებული ცნობა ეკა ზღულაძისა და ზურაბ ადეიშვილის მინისტრის  მოადგილეებად შესაძლო დანიშვნის თობაზე სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც უკრაინელი პოლიტოლოგი მიხეილ პოგრებინსკი ამბობს, უცხოელების რომელიმე სახელმწიფოს ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობზე დანიშვნის იდეა ახალი არ არის და ეს პრაქტიკა მსოფლიოში მეტ-ნაკლებად გამოიყენება, თუმცა, ის სახელმწიფოები, რომელებმაც ამ იდეით ისარგებლეს, დიდი წარმატებებით ვერ დაიტრაბახებენ.

„პრეცედენტები, რომლებსაც ჩვენი (უკრაინელი) დეპუტატები იმოწმებენ, არის საქართველო, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრად საფრანგეთის ქვეშევრდომი მუშაობდა, მაგრამ იგი ეროვნებით ქართველი იყო. ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებშიც ბევრი აშშ-ის მოქალაქე მუშაობს მაღალ თანამდებობებზე, პრეზიდენტების ჩათვლით, მაგრამ წარმოშობით ლიტველები, ლატვიელები და ესტონელები არიან.

ვფიქრობ, რომ ჩვენთან, უკრაინაში, განსხვავებული სიტუაციაა. საქართველო და ბალტიისპირეთის რესპუბლიკები უკრაინასთან შედარებით ციცქნა სახელმწიფოები არიან. უკრაინელებს კრიზისიდან გამოსვლის საკუთარი კონცეფცია უნდა ჰქონდეს, ახლა კი ისე გამოდის, რომ ხელისუფლება აღიარებს თავის უუნარობას პრობლემების გადაწყვეტაში და გამოსავალს უცხოელების მოწვევაში ხედავენ და ამბობენ: „მოდით, სხვები მოვიწვიოთ, ჩვენ არ გვყავს ის ადამიანები, რომლებიც ამ სამუშაოს შეასრულებენ"

http://www.pravda.com.ua/rus/news/2014/11/27/7045682/

http://www.1tv.ru/news/world/272702