ვინც უსაფრთხოებას აძლევს უპირატესობას და არა თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას

ვინც უსაფრთხოებას აძლევს უპირატესობას და არა თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას

ის ვინც უსაფრთხოებას აძლევს უპირატესობას და არა თავისუფლებას, არც უსაფრთხოებას იმსახურებს და არც თავისუფლებას, - განუცხადა ჟურნალისტებს კენჭისყრების დასრულების შემდეგ ვახტანგ ხმალაძემ.

მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლაც ფრანკლინის სიტყვებით დაასრულა: "ის, ვინც თანახმაა, გაცვალოს თავისუფლების თუნდაც მცირე ნაწილი უსაფრთხოებაზე, არ იმსახურებს არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას".

უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა. მის წინააღმდეგ ხმა 71 დეპუტატმა მისცა, 61-მა კი მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით ბესელია-ფოფოხაძე-სესიაშვილის პროექტი მიიღო.