ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაში საარჩევნო წელს ხელფასები გაიზრდება, რათა ქვეყნის მესაჭე მშობლიურმა პარტიამ არჩევნებში სასურველი ხმები დააგროვოს. უშუალოდ სახელმწიფო უწყებებში ეს პროცესი დაწყებულია და მას მხარი მსწრაფლ აუბა “საქართველოს რკინიგზამ”. აქ ხელფასები 100-600 ლარით გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რკინიგზაში ხელფასების ზრდა არ დაფიქსირებულა. ირაკლი ეზუგბაიას თანამდებობაზე მოსვლიდან, რკინიგზელებისთვის ანაზღაურების მომატება არავის გახსენებია. თუმცა, 2012 გამორჩეულად “სახიფათო საარჩევნო” წელია. ამიტომ ეზუგბაიამ იკადრა და ჯიბეზე ხელი გაიკრა.
“კომპანიაში ისეთი მნიშვნელოვანი შიდა პროექტი მიმდინარეობს,როგორიცაა - რანგირება. აღნიშნული კომპანიაში მსგავსი შინაარსის და კვალიფიკაციის თანამდებობისთვის ხელფასების შესაბამისობაში მოყვანას და ასევე ტექნიკური მიმართულების თანამშრომლებისთვის ანაზღაურების ზრდას ითვალისწინებს. პროექტი 2012 წელს დასრულდება და შედეგად, წლის ბოლოს რკინიგზაში საშუალო ხელფასი 645 ლარიდან 750 ლარამდე გაიზრდება. ასევე მემანქანის ხელფასი არსებული 1000-დან 1250 ლარამდე აიწევს, დისტპეჩერის - 900-დან1500 ლარამდე, სალიანდაგო ოსტატის ხელფასი კი 830-დან 1250ლარამდე გაიზრდება”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, თბილისის შემოვლითი რკინგზის პროექტისთვის მიმდინარე წელს 200 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება იგეგმება.80 მლნ ლარის ინვესტირება სატვირთო შემადგენლობაშიც განხორციელდება. ასევე ახალი სამგზავრო მატარებლების შესაძენად10 მლნ ლარი დაიხარჯება.
ზოგადად “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია 2011 წელს წარმატებულად აფასებს და აცხადებს,რომ 2010 წელთან შედარებით კომპანიის შემოსავლები 405 მლნ ლარიდან 489 მლნ ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 101.5 მლნ ლარიდან 145 მილიონ ლარამდე.
მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი მონაცემებისა, “საქართველოს რკინიგზა” გროშებს უხდის იმ ადამიანებს, რომელნიც მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ და თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში მათზე კომპენსაციის გაცემა დაიწყო. ყველასათვის ცნობილია, რომ ეს მიზერული თანხები იყო და ამიტომაც უამრავი საქმე სასამართლომდე მივიდა.
როგორც “საქართველოს რკინიზგის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ეზუგბაიამ განაცხადა, ამ დროისთვის კომპანიამ 980 მიწის ნაკვეთი გამოისყიდა. მათ მფლობელების საკომპენსაციოდ კი 22მილიონ ლარზე მეტი თანხა გასცა. თუმცა, პრობლემური ნაკვეთები ჯერ კიდევ არის დარჩენილი და მათი მფლობელების ნაწილთან დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ნაწილთან კი მოლაპარაკებებს რკინიგზის იურიდიული დეპარტამენტი აწარმოებს.
“საქართველოს რკინიგზაში” აღიარებენ, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზისთვის საჭირო მიწის გამოსყიდვის პროცესი ისევ პრობლემურია. როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორი ირაკლი ეზუგბაია აცხადებს, პრობლემური ნაკვეთები ისევ დარჩენილია და სასამართლოში დავაც მიმდინარეობს.
მიუხედავად ამისა, როგორც ეზუგბაია ირწმუნება, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება 2013 წლისათვის მაინც იგეგმება.
თბილისს ახალი შემოვლითი რკინიგზა 2013 წელს ექნება.პროექტი, ჯამში, 170 მლნ ევრო ჯდება. პირველადი საპროექტო ხელშეკრულების თანახმად, 100 მლნ ევრო “საქართველოს რკინიგზას”ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან სესხის სახით უნდა მიეღო, ხოლო 70 მლნ ევროს თავად შპს “საქართველოს რკინიგზა” დაფარავდა, თუმცა გადაწყდა, რომ პროექტს მთლიანადკ ომპანია დააფინანსებს.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული ქართულ-ჩინური კონსორციუმის წარმომადგენელი საქართველოში, სააქციო საზოგადოება “ხიდმშენი”ახორციელებს. პროექტის ამოქმედების შემდეგ ტვირთების გადატანა მთლიანად შემოვლითი რკინიგზით მოხდება. სამგზავრო მატარებლებიკი 2 მიმართულებით იმოძრავებს: დასავლეთისაკენ გამგზავრების მსურველები სადგურ “დიდუბის”, ხოლო აღმოსავლეთში მგზავრობის მსურველები სადგურ “ნავთლუღით” ისარგებლებენ. ამ დროისათვის ხსენებული სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“ამჟამად, 40 კმ სიგრძის მონაკვეთის გზის მშენებლობა მიმდინარეობს. პარალელურად, თბილისი-კახეთის მეორადი სარკინიგზო ლიანდაგის რეაბილიტაცია ხდება. ასევე პროექტის ფარგლებში, 4-5 კმ სიგრძის გვირაბი აშენდება. 2013 წლის დასაწყისში კი სატრანზიტო მოძრაობა მთლიანად ახალი შემოვლითი რკინიგზით განხორცილედება. სამგზავროს რაც შეეხება, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი მატარებლები დიდუბის ვაგონიდან გავა,აღმოსავლეთი მიმართულებით კი - ნავთლუღიდან”, - განმარტავს ეზუგბაია.
პროექტის განხორციელება კი “საქართველოს რკინიგზას”საკუთარი სახსრებით მოუწევს. ეზუგბაიას განცხადებით, “რკინიგზამ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულება ოფიციალურად გაწყვიტა”.
ევროპის ბანკთან ხელშეკრულება გასული წლის ბოლოს გააუქმდა.
1453
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85