"ქართუ ჯგუფი" ტვირთის დაზიანების მიზეზად მეპატრონის პოლიტიკურ გეგმებს ასახელებს

 საქართველოში მოქმედი "ქართუ ჯგუფი" აცხადებს, რომ საბაჟოს თანამშრომლები განზრახ აზიანებენ მათ ტვირთს რადგან ჯგუფის მფლობელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა სახალხო მოძრაობა ჩამოყალიბა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიათან დაპირისპირებას აპირებს.

ქართუს საქველმოქმედო და სამშენებლო პროექტებისთვის გაკუთვნილი გზავნილები ”ჩერდება, დეტალურად მოწმდება და საბაჟო ტერმინალზე განზრახ ზიადება მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა თავისი პოლიტიკური გეგმები განაცხადა”, თქვა ლოჯისტიკის მენეჯერმა, გიორგი ლილუაშვილმა, დღეს სატელეფონო საუბრისას. $500,00-მდე ღირებულების საქონელი, რომელშიც მუსიკალური, სტუდიის და სამედიცნო დანადგარები შედიოდა განადგურებული იქნა, განაცხადა მან.

"ქართუმ" ამ დარღვევების შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატებს წარუდგინა, ამბობს ოპოზიციურად გაწყობილი და ივანიშვილის მოკავშირე პარტიის, რესპუბლიკელების ლიდერი, თინა ხიდაშელი. ივანიშვილი პარტიის პოლტიკური კამპანიის საქართველოს მაშტაბებით გაზრდას აპირებს, თქვა მან ინტერვიუში.

ლილუაშვილმა კი განაცხადა, რომ მთავრობისთვის ამ დოკუმენტების გაგზავნას ”აზრი არ აქვს” და რომ "ქართუ" სასამართლოში ჩივილს და სამხილების პროცესზე წარდგენას აპირებს.

საქართველოს საშემოსავლო სამსახურმა, რომელიც საბაჟო და საშემოსავლო გადასახადებზეა პასუხსიმგებელი, კომენტარი ვერ გააკეთა, რადგან  ქვეყანაში ნაციონალური დღესასწაულია.

ივანიშვილის ქონება მარტში ფორბსის მიერ 5.5 მილიარდ დოლარად შეფასდა. ოქტომბერში მან თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ განაცხადა და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკება დაიწყო. იმავე თვეს მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. ამის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის იმედით მან საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და რუსეთის პასპორტი ჩააბარა.

შარშან, ივანიშვილის "ქართუ ბანკის" გადაზიდვებისათვის განკუთვნილი, დაჯავშნული ფურგონიდან პოლიციამ რამდენიმე მილიონი დოლარი და ევრო ამოიღო. საბაბად ფულის გათეთრების საქმის გამოძიება მოიყვანეს.
foreignpress.ge