პრემიერის ოჯახმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა

პრემიერის ოჯახმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოჯახმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მიიღო მონაწილეობა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს დღეს ინტერვიუერი ეწვია და მთავრობის მეთაურს და მის მეუღლეს, ნუნუკა თამაზაშვილს კითხვარი შეავსებინა. აღწერას პრემიერის შვილები ანდრია და ნიკოლოზიც დაესწრნენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 5 ნოემბრიდან დაიწყო და დღეს დაასრულა.