„ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რათა ინფორმაცია სათანადოდ იყოს დაცული“

„ფინანსური და ადამიანური რესურსების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რათა ინფორმაცია სათანადოდ იყოს დაცული“

„სილქნეტის“ ინფორმაციული მართვის დირექტორის გიორგი ზღულაძის თქმით, 1 დეკემბრამდე კომპანია მსგავსი რესურსის მობილიზებას ვერ შეძლებს.

„თუ დაგვავალდებულებენ, რომ ეს გასაღები იყოს ჩვენს ხელში, იქნება. ჩვენ ამ ეტაპზე მაგისთვის მზად არ ვართ, რომ მითუმეტეს 1 დეკემბრამდე ეს  გავაკეთოთ. ეს არის დაკავშირებული ძალიან დიდ ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან.  ახლა იმისთვისაც არ ვართ მზად, რომ ვთქვა რა დროს დაგვჭირდება ამ ყველაფრისთვის იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, ერთის მხრივ, ამდენი ინფორმაცია მოკრიბო, ერთად შეინახო და მეორე, ძალიან დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი, რაც ძალიან რთულია, რომ ეს ინფორმაცია უსაფრთხოდ შეინახო, ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეა“,-განაცხადა ზღულაძემ.