გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ ნდობის ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ჩვენ გავიარეთ სხდომის წინა კონსულტაციები და იმ მიზეზების გამო, რაც უკვე დავასახელე, მე არ ვთვლი შესაძლებლად დღევანდელ შეხვედრაში ჩემს მონაწილეობას. ჩვენ შევთანხმდით შემდეგი მუშაობის პრინციპებზე, თუ ეს პრინციპები იქნება დაცული, მაშინ ნდობის ჯგუფი შედგება და ბუნებრივია, მე, გავაგრძელებ მუშაობას, სხვა შემთხვევაში კი, ნდობის ჯგუფის მუშაობას, აზრი არ ექნება. მაშინ მე მოვითხოვ, გადამიყვანონ იმ მთავარ ნდობის ჯგუფში, საიდანაც იღებს ინფორმაციებს, ბიძინა ივანიშვილი. აი, იქ ვიმუშავებდი უფრო პროდუქტიულად", - განუცხადა შეხვედრიდან გამოსულმა თარგამაძემ ჟურნალისტებს. მისი განმარტებით, ჯერჯერობით იმედი აქვს, რომ შემდგომში მოხერხდება მუშაობა ისე, როგორც პარლამენტის ნდობის ჯგუფი უნდა მუშაობდეს და არა როგორც პროკურატურის, აუდიტის სამსახურის ან საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილის დანამატი.

ნდობის ჯგუფის სხდომა პარლამენტში 15:00 სააათზე დაიწყო.