პარლამენტის ნდობის ჯგუფში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის განკუთვნილ კვოტას სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე დაიკავებს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის განკუთვნილ კვოტას სავარაუდოდ, ზურაბ აბაშიძე დაიკავებს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის განკუთვნილ კვოტას სავარაუდოდ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დაიკავებს.

"ინტრეპრესნიუსის" ინფორმაციით, "თავისუფალ დემოკრატებს" ნდობის ჯგუფში ზურაბ აბაშიძის კანდიდატურის წარდგენის სურვილი აქვთ. აღნიშნულ ინფორმაციას თავად აბაშიძე არც უარყოფს და არც ადასტურებს. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფრაქცია უახლოეს დღეებში შეიკრიბება და სათანადო პროცედურებს დაიწყებს.

პარლამენტის ნდობის ჯგუფში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარები" უმრავლესობას შეუერთდა. დამოუკიდებელ დეპუტეტების კვოტით ნდობის ჯგუფში ფრაქციის თავმჯდომარე კახა ოქრუაშვილი იყო შესული, თუმცა, ფრაქციის უმრავლესობაში შესვლის შემდეგ, ის ამ კვოტას ვეღარ დაიკავებს.

პარლამენტის რეგლამენტის გათავლისწინებით კი, "თავისუფალ დემოკრატები", რომლებიც უმრავლესობიდან გასვლის შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელი წევრები არიან, საკუთარი კანდიდატურის ნდობის ჯგუფში წარსადგენად სხვა დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად ხელმოწერების შეგროვება მოუწევთ. მათ ამ მიზნით კონსულტაციები უნდა გამართონ პარლამენტის დამოუკიდევბელ წევრებთან კობა დავითაშვილთან, მურმან დუმბაძესთან, გია გაჩეჩილაძესთან და დავით ბეჟუაშვილთან. .