თავდაცვის სამინისტროში დარღვევები შესაძლოა, საბურავებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მხრივაც აღმოჩნდეს

თავდაცვის სამინისტროში დარღვევები შესაძლოა, საბურავებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მხრივაც აღმოჩნდეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტაშიც" გამოავლინა. ამის შესახებ 
გაზეთი ”კვირის პალიტრა” დღევანდელ ნომერში წერს. ამასთან, "კვირის პალიტრის" ცნობით, არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სავარაუდო დარღვევები თავდაცვის სამინისტროს შპს "საქართველოს კვების" კომპანიაში დააფიქსირა. დარღვევები იკვეთება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტ "დელტაშიც", თუმცა ანგარიშს გრიფით "საიდუმლო" ადევს. ასევე, არ არის გამორიცხული, სამხედრო უწყების მიერ საბურავების, აკუმულატორებისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა კიდევ ერთი სკანდალური საქმე აღმოჩნდეს. ერთ-ერთი ასეთი შესყიდვა თავდაცვის სამინისტრომ 2013 წლის მარტში განახორციელა – სამხედრო მანქანებისთვის საბურავები შუამავალი სომხური კომპანიის მეშვეობით შეიძინა. საქმეში ჩახედული პირების ცნობით, კომპანია "არპანივი" საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის შემდეგ დარეგისტირდა და გაიმარჯვა კიდეც", - წერს გამოცემა.

ამასთან, "კვირის პალიტრასთან" საუბრისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტრო გამონაკლისი არ არის.
"2013 წელს შედგენილი ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტმა 132 მლნ ლარით იზარალა. აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების ნაწილი წინა ხელისუფლების პერიოდს უკავშირდება, მაგრამ ათობით მლნ ლარის არამიზნობრივი ხარჯვა იკვეთება მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც", -  წერს  "კვირის პალიტრა".