პოეტებმა პოლიტიკოსებს დასცინეს

პოეტებმა პოლიტიკოსებს დასცინეს

კანადის დედაქალაქ ოტავაში, მეტად სახალისო ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მიწვეულ ახალგაზრდა პოეტებს დავალება მიეცათ, რომ მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსებზე ერთ საათში შეექმნათ იუმორისტული შინაარსის ლექსები.

 

კონკურსანტების უმეტესობის შთაგინების წყარო, განსაკუთრებით სამი ცნობილი პოლიტიკოსი: ამერიკის პრეზიდენტი –  ბარაკ ობამა, იტალიის პრემიერ მინისტრი – სილვიო ბერლუსკონი და რუსეთის პრემიერი – ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდა.

 

კონკურსში 21 წლის ამერიკელმა გოგონამ – ვინმე ლინდა ბერვუკმა გაიმარჯვა, რომელმაც სილვიო ბერლუსკონიზე 5 სტროფიანი ლექსი დაწერა, სადაც დონ სილვიო რომის ძველი სენატის უსაქმურ სენატორს შეადარა.

 

კონკურსის გამარჯვებულს 4 ათასი, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი, შესაბამისად ორი და ათასი დოლარი მისცეს. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს სახალისო წამოწყება მომავალშიც გაიმართება და უფრო ბევრი მონაწილის დაინტერესებას შეძლებენ.