რუსეთთან დიალოგი უკრაინაში ვითარებას გააუმჯობესებს

რუსეთთან დიალოგი უკრაინაში ვითარებას გააუმჯობესებს

ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელი ჟან-კლოდ იუნკერი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთთან დიალოგი უკრაინაში ვითარებას გააუმჯობესებს. ამის შესახებ იუნკერმა ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში, იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ვაპირებთ რუსეთზე ზეწოლა განვახორციელოთ და მასთან დიალოგი ვაწარმოოთ", - აღნიშნა თავის მხრივ იაპონიის პრემიერმინისტრმა.

შეხვედრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა და იაპონიის მთავრობის მეთაურმა აზიის რეგიონში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და დაადასტურეს საკუთარი განზრახვა, 2015 წლის ბოლომდე ხელი მოაწერონ შეთანხმებას იაპონიასა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ.