ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოხნას იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი უკრაინასთან მიმართებაში პოზიციას შეიცვლის.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"თუ რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარ პოზიციებს შეცვლის, მე ვიქნები პირველი, ვინც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მხარს დაუჭერს", - აღნიშნა ობამამ. მისივე თქმით, ვაშინგტონი რუსეთის შემდგომი იზოლაციით დაინტერესებული არ არის.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, დააკვირდებიან მოსკოვის ქმედებებს და თუ საჭირო გახდება, რუსეთზე ზეწოლა გაძლიერდება. ობამას განცხადებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები სრულად მუშაობს და მიმდინარეობს იმ მექანიზმის შესწავალა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ზეწოლის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული.
ავსტრალიაში "დიდი ოცეულის" სამიტი დასრულდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამიტი ვადაზე ადრე დატოვა.