მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელმძღვანელი, აშშ-სა და საქართველოს აერთიანებს საერთო პრინციპები და ინტერესი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ჰოდჯესმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებისა და მინისტრის გადაყენების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და ამერიკა არიან სტრატეგიული პარტნიორები და მათი ჯარისკაცები ავღანეთში მხარდამხარ ასრულებენ ოპერაციას.
"ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არის ყველაზე მტკიცე და სანდო სტრატეგიული პარტნიორი. საქართველო სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამის დემონსტრირებაა ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობა ავღანეთში სამხედრო ოპერაციაში, სადაც ისინი ასრულებენ მისიას ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ხელმძღვანელი, ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრინციპები და ინტერესი", - განაცხადა ჰოტჯესმა.