ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა, "ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს" დამფუძნებელს ჯორჯ სოროსს, მისი ფონდის მეშვეობით საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
რიჩარდ ნორლანდი ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში", ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
იგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით, ჯორჯ სოროსს მიესალმა და დიდი მადლობა გადაუხადა იმისათვის, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე საქართველოში ფონდის მეშვეობით გაკეთდა.
სიტყვის დასასრულს რიჩარდ ნორლანდმა სამჯერ ქართულად წამოსთქვა - გაუმარჯოს.
ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აღმასრულებელი საკნონდელო არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები.