საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე მთაწმინდის პანთეონში უნდა დაიკრძალოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
"კახა ბენდუქიძე, როგორც უპრეცედენტოდ დიდი საერთაშორისო სახელის მქონე ქართველი საზოგადო მოღვაწე და პატრიოტი უნდა დაიკრძალოს მთაწმინდის პანთეონში. თუ ამას ესენი არ იზამენ, ნებისმიერი მომავალი ნორმალური მთავრობა ამას აუცილებლად გააკეთებს", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.