აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს

აქციის შემდეგ, რუსთაველის გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს

მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირის დასუფთავება მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ჯერ აღდგენილი არ არის. ადგილზე აქციის მონაწილეთა მცირე ჯგუფი რჩება.

ამ მომენტში ადგილზე მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან და ტერიტორიის დასუფთავება მიმდინარეობს. ასევე პარალელურ რეჟიმში ხდება სცენის დემონტაჟი, სადაც აქციის ლიდერები გამოდიოდნენ.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია თბილისში 16.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით სამ საათამდე გაგრძელდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის აქციები მომავალშიც გაიმართება.