აფხაზი და ოსი ძმები რუსეთის მიერ გადასაყლაპად არ გვემეტება

აფხაზი და ოსი ძმები რუსეთის მიერ გადასაყლაპად არ გვემეტება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე პარლამენტის წინ გამართულ აქციას აფასებს და აცხადებს, რომ დღევანდელი აქცია ძალიან სერიოზული გზავნილი იყო ქართული საზოგადოებისთვის.

"დღევანდელი აქცია ეს იყო სიგნალი საზოგადოებისა და ხედისუფლების მიმართ, რომ ამ ქვეყნის დაცვას დღეს სჭირდება აბსოლუტურად სხვანაირი პოლიტიკური აქტივობები და ეს იყო სიგნალი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების მიმართ, რომ ჩვენ არ გვემეტება ისინი რუსეთისთვის გადასაყლაპად. ქართველი საზოგადოება მზად არის, მათთან ერთად ააშენოს მომავალი საქართველო. ამიტომ, ვფიქრობ, რომ იყო ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი აქცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღეს, რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით აქცია - "არა ოკუპაციას" გაიმართა.