ბიძინა ივანიშვილის

ბიძინა ივანიშვილის "ტიტუშკებმა" "ნაციონალური მოძრაობის" ოფისი წითლად შეღებეს

ბიძინა ივანიშვილის "ტიტუშკებმა" ჩვენი ოფისი წითლად შეღებეს, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე.

როგორც გოკა გაბაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის "ტიტუშკები" მათ ოფისთან მივიდნენ.

"ბიძინა ივანიშვილის "ტიტუშკებმა" ჩვენი ოფისი წითლად შეღებეს, ნუ ინერვიულებენ, მივალთ, თეთრსაც დავამატებთ, ჯვრებს დავახატავთ და საქართველოს დროშა გამოვა", - განაცხადა აქციაზე გოკა გაბაშვილმა.