ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ

ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ

ყველაზე მთავარი, რამაც შეიძლება აფხაზეთი და სამაჩაბლო დაგვაკარგვინოს, არ არის კრემლი. აფხაზეთი და სამაჩაბლო შეიძლება დაგვაკარგვინოს ჩვენმა გულმა, გონებამ , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პარლამენტის წინ აქციაზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აცხადებს, აფხაზეთი დაიკარგება მაშინ, თუ ქართული საზოგადოება ხმას არ ამოიღებს და საკუთარი გულიდან და გონებიდან წაშლის აფხაზეთს.

"თუ ჩვენი გულიდან და გონებიდან წავშლით აფხაზეთს, თუ ხმას არ ამოვიღებთ, მაშინ როდესაც აფხაზეთი იკარგება, მაშინ როდესაც რუსეთი სრულ სიჩუმეში გვართმევს საბოლოოდ აფხაზეთს, თუ ვიტყვით, რომ რა ვქნათ, როგორია დათვი და ბაბაია დავუძახეთ, მაშინ ნამდვილად საბოლოოდ დავკარგავთ აფხაზეთს და სამაჩაბლოსაც. ვიდრე ფეხზე ვიდგებით, სანამ ხმას ამოვიღებთ, სანამ გავაპროტესტებთ, სანამ ვაჩვენებთ, რომ ქვეყანას ჰყავს დამცველები, მანამდე არ დავკარგავთ საბოლოოდ მას. საქართველოს მთელი ისტორია ბრძოლის ისტორიაა, ქვეყნის გამთლიანება ჩვენი გულებიდან იწყება. ამიტომ უნდა მოვსულიყავით აქ, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველას ერთად შეგვეძახა - ქართველებო, გამოფხიზლდით. ნუ იქნებით ჩუმად, როცა სამშობლოს გვართმევენ. ამისკეს შემძახებელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობა და ის ხალხი, ვინც ახლა აქ ხართ", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.