40 კილომეტრში მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება

40 კილომეტრში მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება

40 კილომეტრში მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, თუ 400 მეტრში კოლაბორაციონისტი მთავრობა არ გვეყოლება, - ამ სიტყვებით მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს და ხმა აიმაღლოს.

"დღევანდელი დღე არის დასტური, რომ ყველა და ყველაფერი არ იყიდება და არ ხურდავდება რუსულ ფულზე. დღეს ძალიან მძიმე დღე უდგას საქართველოს. რუსეთი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით ახორციელებს აგრესიას, ხელისუფლება კი დუმს და ცახცახებს. დადგა დრო ხმა ამოვიღოთ. "არა ანექსიას" , - განაცხადა ნიკა მელიამ.