თბილისის პარალელურად, აქცია კიევშიც იმართება

თბილისის პარალელურად, აქცია კიევშიც იმართება

თბილისში მიმდინარე აქციის პარალელურად, აქცია კიევშიც იმართება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხიელ მაჭავარიანმა განაცხადა. 

მიხეილ სააკაშვილი თბილისის აქციის მონაწილეებს 18.00 საათისთვის სწორედ ამ აქციიდან მიმართავს. როგორც მიხეილ მაჭავარიანი აცხადებს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში, კერძოდ, კიევში ანექსიის წინააღმდეგ პარალელურ რეჟიმში მიმდინარე აქციიდან ჩაერთვება. 

მისივე თქმით, ანექციის პირობებში საჭიროა, ქართველმა ხალხმა აჩვენოს ერთიანობა.