"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე კახა ბენდუქიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, კახა ბენდუქიძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. 

როგორც მომიტინგეებთან სიტყვით გამოსვლის დროს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, საქართველომ დაკარგა ადამიანი, რომელსაც ქვეყნის თავისუფლებაში დიდი წვლილი მიუძღვის.

"საქართველომ დაკარგა კახა ბენდუქიძე. ადამიანი, რომელმაც საქართველოს თავისუფლებაში დიდი წვლილი შეიტანა. ის ყველაზე თანმიმდევრული იყო თავისუფლებისთვის ბრძოლაში, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის წინ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა სიტყვით გამოსვლები დაიწყეს.