აქციის მონაწილეები უკვე პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან

აქციის მონაწილეები უკვე პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები უკვე პარლამენტის შენობის წინ იმყოფებიან. აქციას უკვე შეუერთდნენ რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები. 

აქციის ორგანიზატორები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, პარლამენტის წინ სპეციალურად დამონტაჟებულ სცენაზე არიან შეკრებილი. 

ისინი აქციის მონაწილეებს ცოტა ხანში სიტყვით მიმართავენ. 

აქციის მიმდინარეობის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეჩერებულია.