გიგა ბოკერია - ჩვენ არ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც არ აქვს უნარი, დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი

გიგა ბოკერია - ჩვენ არ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც არ აქვს უნარი, დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი

ჩვენ დღეს გზავნილები გვაქვს  არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ მთელი მსოფლიოს მიმართ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განუცხადა. 

"ორი გზავნილი გვაქვს, ერთი არის მთელ მსოფლიოსთან, რომ არ შევურიგდებით ტერიტორიული სუვერენიტეტის შელახვას, არ გადავუხვევთ იმ გზიდან, რომელიც საქართველოს აბრუნებს ბუნებრივ წიაღში, ევროპაში. მეორე არის ივანიშვილის მთარობისადმი -  ჩვენ არ გვჭირდება მთავრობა, რომელსაც არც ხედვა აქვს და არც უნარი, დაიცვას საქართველოს უსაფრთხოება და სუვერენიტეტი", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია "ვარდების მოედანზე" 16:00 საათისთვის არის დაგეგმილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.