დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

დავით ბაქრაძე ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დავით ბაქრაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით ბაქრაძის სახელმწიფო მინისტრად დანიშვნის  ბრძანებას საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა  უკვე მოაწერა ხელი.

დავით ბაქრაძეს აქვს დიპლომატიური საქმიანობის თორმეტწლიანი გამოცდილება. 2002-2004 წლებში იყო შვეიცარიის კონფედერაციასა და წმინდა საყდართან საქართველოს საელჩოს - ჟენევაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი, 2004–2005 წლებში კი - საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი. 

დავით ბაქრაძე 2006-2008 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის სამმართველოს უფროსად.

2008-2010 წლებში იყო შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი,
2011 წლის ივლისიდან 2012 წლის იანვრამდე იყო ფინეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქმეთა დროებითი რწმუნებული.

2012 წლის მარტიდან დღემდე იყო საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

დავით ბაქრაძეს 2014 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.