კანადის პრემიერი ვლადიმერ პუტინს - მოშორდი უკრაინიდან

კანადის პრემიერი ვლადიმერ პუტინს - მოშორდი უკრაინიდან

მოშორდი  უკრაინიდან, - ასე მიმართა კანადის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ავსტრალიაში მიმდინარე "დიდი ოცეულის" სამიტზე მისალმებისას. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს. 

"ხელს ჩამოგართმევთ, მაგრამ თქვენთვის მხოლოდ ერთი რამ მაქვს სათქმელი - მოშორდი უკრაინიდან", - განუცხადა სტივენ ჰარპერმა ვლადიმერ პუტინს. 

"ბლუმბერგის" ინფორმაციით, კანადის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის პრეზიდენტის მისალმების ეს ეპიზოდი სტივენ ჰარპერის პრესსპიკერმა ჯეისონ მაკდონალდმა გაავრცელა. 

ჯეისონ მაკდონალდის თქმით, პუტინს პოზიტიური რეაქცია არ ჰქონია, თუმცა კანადის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა კონკრეტული დეტალების გახმაურებისგან თავი შეიკავა. 

ავსტრალიის ქალაქ ბრისბანიში "დიდი ოცეულის" სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც მსოფლიო ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებიან. სამიტის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები იქნება. თუმცა, მსოფლიო ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ.
 

"დიდი ოცეულის" სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.