"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას გურიიდანაც შეურთდებიან

დღეს, თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციას გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების ერთი ნაწილი შეურთდება. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დავით მჟავანაძის ინფორმაციით, გურიიდან 500-მდე ადამიანი დაესწრება აქციას. ამავე პარტიის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ასკურავას თქმით, ლანჩხუთიდან 150 ადამიანი წავიდა, ჩოხატაურიდან კი 70-ზე მეტი.

"დღეს აქციას გურულებიც შეურთდებიან. ამ აქციის განხილვა არ შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში, ეს უფრო დიდი მასშტაბის პროტესტია ოკუპანტი ქვეყნისადმი", - განაცხადა კახა ასკურავამ.
დღეს თბილისში "ნაციონალური მოზრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია გაიმართება.