თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული

თბილისში დღეს დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პოლიციელთა ჯგუფები რამდენიმე ადგილას იმყოფებიან, მათ შორის კოლმეურნეობის მოედანზე, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარედ, ასევე ახლომდებარე ქუჩებზე.

ამ დროისთვის "თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-ზე მეტი სამართალდამცველი იმყოფება.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს ორი აქცია გაიმართება. ერთს 14:00 საათზე "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი", მეორეს კი, 16.00 საათზე "ნაციონალური მოძრაობა" გამართავს.