ბარაკ ობამა - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს საფრთხეს უქმნის

ბარაკ ობამა - უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს საფრთხეს უქმნის

უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესია მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავსტრალიაში, "დიდი ოცეულის" სამიტის დაწყებამდე განაცხადა. 

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკა ერთადერთი ზესახელმწიფოა, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ასევე სხვა გლობალური პრობლემების გადაჭრაში. 

"ჩვენ წამყვან როლს ვასრულებთ ებოლას წინააღმდეგ საბრძოლველად დასავლეთ აფრიკაში და უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს აგრესია მთელი მსოფლიოსთვის წარმოადგენს საფრთხეს, რისი დემონსტრირებაც აღმოსავლეთ უკრაინაში MH17-ის ჩამოგდების შემაძრწუნებელი ტრაგედიით მოხდა", - განაცხადა ბარაკ ობამამ. 

ავსტრალიის ქალაქ ბრისბენეში მსოფლიო ქვეყნის ლიდერები "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად არიან შეკრებილი. სამიტის მთავარი თემა გლობალური ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხები იქნება. თუმცა, მსოფლიო ლიდერები აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრებენ. 
"დიდი ოცეულის" სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება.