კახა ბენდუქიძის ცხედარს ორშაბათს ექსპერტიზა ჩაუტარდება

კახა ბენდუქიძის ცხედარს ორშაბათს ექსპერტიზა ჩაუტარდება

კახა ბენდუქიძის ცხედარს ორშაბათს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში გადმოასვენებენ. 

მისი ლონდონიდან თბილისში გადმოსვენების და დაკრძალვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

კახა ბენდუქიძის ოჯახის ახლობლის ცნობით, თუკი ორშაბათს ექსპერტიზის შემდეგ მისი ლონდონიდან თბილისში გადმოსვენება მოესწრება, ეს ამავე დღეს მოხდება და სავარაუდოდ მას ხუთშაბათს დაკრძალავენ.

კახა ბენდუქიძე 13 ნოემბერს, ლონდონში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ მან შვეიცარიაში სტენტირების ოპერაცია გაიკეთა.