საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები პოლონეთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პოლონეთთან ანგარიშით 0:4 დამარცხდა. 

მატჩში გოლები შემდეგმა გეხბურთელებმა გაიტანეს : კამილ გლიკი (52-ე წუთი), გრჟეგორ კრიხოვიაკი (71), სებასტიან მილა (73) და არკადიუშ მილიკი (91).

ქართველმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ბანერებიც გამოფინეს, წარწერით "ქართველებო ითამაშეთ ფეხბურთი" და "სირცხვილია". ამ დამარცხების შემდეგ საქართველოს 3 ქულა დარჩა 4 მატჩში და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ფაქტობრივად დაკარგა. შემდეგ შეხვედრას საქართველო მომდევნო წლის 29 მარტს სახლში გერმანიასთან გამართავს.

აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ ამ მატჩის შემდეგ თანამდებობა დატოვა.