რიკი მარტინი ქორწინების შესახებ ხმებს უარყოფს

რიკი მარტინი ქორწინების შესახებ ხმებს უარყოფს

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიკი მარტინმა გადაწყვიტა დიდი ხნის მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობა დაეკანონებინა. მითითებული იყო აგრეთვე ქორწილის თარიღი და ადგილმდებარეობა - ნოი-იორკი, 28 იანვარი. ლათინოამერიკული მუსიკის მეფემ გავრცელებული ჭორები უარყო.

შეგახსენებთ, რომ პოპულარულმა მომღერალმა ჯერ კიდევ 2010 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ მეგობარ მამაკაცთან ურთიერთობის დაკანონების წინააღმდეგი არ იყო.

რიკი მარტინის ორიენტაცია ყველასთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2010 წლის 29 მარტს მომღერალმა პერსონალურ ვებ-გვერდზე ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა, სადაც თავის თავს „ბედნიერი გეი“ უწოდა.