პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას შესახებ დიპლომატებთან შეხვედრაზეც ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ალასანიას შესახებ დიპლომატებთან შეხვედრაზეც ისაუბრა

ირაკლი ალასანაის საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხიმგებლო, - განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლეთან შეხვედრაზე გააკეთა.

"ჩვენი კურსი ურყევია. საუბედუროდ, ირაკლი ალასანაის საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხიმგებლო. მთავრობის წევრი საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას, წამოაყენოს ისეთი ბრალდებები, რომელმაც შეიძლება ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა გააფუჭოს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.