N 135 სამარშრუტო ხაზის მძღოლების გაფიცვა შედეგიანი აღმოჩნდა

N 135 სამარშრუტო ხაზის მძღოლების გაფიცვა შედეგიანი აღმოჩნდა

N 135 სამარშრუტო ხაზის მძღოლების გაფიცვამ შედეგი გამოიღო. ამ ეტაპზე, მძღოლებს დღიური გადასახადი არ გაეზრდებათ.

კომპანია 2 კვირის განმავლობაში, ვიდეოთვალის მეშვეობით, თავიდან მოახდენს მზგავრთა აქტივობის დათვლას და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება საბოლოო გადაწვეტილების მიღება, გაიზარდება თუ არა გადასახადი 60 ლარიდან 63 ლარამდე.

გაფიცული მძღოლების მიმართ არ გატარდა სადამსჯელო ღონისძიებები და ყველა მძღოლი ინარჩუნებს სამუშაო ადგილს. თუმცა გუშინ შემქნილი ფორსმაჟორული სიტუაციის მოგვარების მიზნით, კომპანიას ხაზზე დროებით ისეთი მძღოლების დასმა მოუხდა, რომლებიც ნაკლებად ერკვეოდნენ მარშრუტში.

მძღოლები გუშინ დილიდან კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის" მიერ გაზრდილ დღიურ გადასახადს აპროტესტებენ. მათი თქმით, ეს იმდენად მაღალია ეს ახალი გადასახადი, რომ ასეთი გეგმის არსებობის პირობებში მუშაობა შეუძლებელი.

„თბილისის მიკროავტობუსის" დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ გუშინდელი დღისგან განსხვავებით, როდესაც ხაზზე ტრანსპორტის ნახევარი - ანუ 12 მანქანა იყო გასული, დღეს სიტუაცია დარეგულირებულია და ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს.

და მისივე განცხადებით, ისევ გაურკვეველია გაეზრდებათ თუ არა აღნიშნულ ხაზზე მძღოლებს დღიური გადასახადი.

გუშინ „კომერსანტთან" საუბარში ასანიძე განმარტავდა, რომ გაფიცეული მძღოლებისმიერ ადგილი ჰქონდა საბოტაჟს. შესაბამისად, მათი მისამართით გატარდებოდა სადამსჯელო ღონისძიებები და აღნიშნულ მძღოლებთან კომპანია, ხელშეკრულებისგაწყვიტას გეგმავდა.

მისივე განცხადებით, ასევე გაურკვეველი რჩება ხაზზე 4 ავტომანქანის დამატების საკითხი. ასანიძე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მაშინ გადაწყდება, როდესაც ხელახალი ქრონომეტრაჟის მონაცემი გახდება ცნობილი.

„კომერსანტის" კითხვაზე, 135-ის მძღოლებისთვის გეგმის გაზრდის შემთხვევაში ხომ არ უნდა ველოდოთ მგაზვრობის საფასურის გაზრდას, ასანიძე ამას კატეგორიულად გამორიცხავს და აცხადებს,რომ ეს ფასსზე არ აისახება.