ირაკლი ღარიბაშვილი:   ჩვენი კურსი ურყევია

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი კურსი ურყევია

მინდა დაგარწმუნოთ, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა არ შეცვლილა, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სასტუმრო "თბილის მარიოტში" ხვდება.

როგორც ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ეს არის მხოლოდ შიდა ცვლილებები, რომელიც ჩვენს საგარეო ურთიერთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.

"ვაღიარებ, რომ ამ ცვლილებებს შეეძლო გამოეწვია კითხვები ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებში, მაგრამ მინდა დაგარწუნოთ, რომ მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა. ეს არის მხოლოდ ცვლილებები და ეს ცვლილებები ჩვენს საგარეო ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდეს. მინდია ჯანელიძე, რომელსაც ბევრი თქვენგანი უკვე იცნობს, იქნება ბრწყინვალე თავდაცვის მინისტრი და მისი ლიდერობით თქვენს ქვეყნებთან თანამშრომლობა გაღრმავდება. ჩვენ უახლოეს დღეებში დავასახელებთ ასევე საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის ახალ მინისტრებს. დარწმუნებული ვარ, მათთან თანამშრომლობის ენას იპოვით", - მიმართა პრემიერმა შეხვედრის მონაწილეებს.

ღარიბაშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ გამოძიების პროცესთან დაკავშირებით მისი პოზიცია იყო უპასუხისმგებლო.

"ჩვენი კურსი ურყევია. საუბედუროდ, ირაკლი ალასანაის საჯარო რეაქცია გამოძიების პროცესთან დაკავშირებით იყო უპასუხიმგებლო. მთავრობის წევრი საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო არ უნდა აძლევდეს თავს უფლებას წამოაყენოს ისეთი ბრალდებები, რომელმაც შეიძლება ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობა გააფუჭოს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.