საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება

მ დრომდე ოფიციალურად უცნობია ვინ დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. "პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება რომ სახელისუფლებო კულუარებში ამ პოსტზე კიდევ ერთ - ირაკლი მანაგაძის კანდიდატურას განიხილება. 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე მანაგაძე საქართველოს ბანკის პრეზიდენტი იყო. 1991 წელს ირაკლი მანაგაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს კი საქმიანობა გააგრძელა საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი და სამდივნოს უფროსი.

აsევე ცნობილია რომ მიმდინარე წლის ივნისში ირაკლი მანაგაძეს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.