ირაკლი ღარიბაშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

ირაკლი ღარიბაშვილი დიპკორპუსის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მერიოტში" მიმდინარეობს. პრემიერი სტუმრებს ჯერ სიტყვით მიმართვს, შემდეგ კი მათ შეკითხვებს უპასუხებს. საუბრის თემა საქართველოში ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებია, რამაც მთავრობაში საკადრო ცვლილებები გამოიწვი.

როგორც იტალიის ელჩმა, ფედერიკა ფავიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ელის რომ პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ევროპული კურსის ურყეობას დაადასტურებს.

"არ მჯერა, რომ ამ მხრივ რისკი არსებობს. ველოდები, რომ პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამ არჩევანს და იტყვის, რომ საქართველო ისევ ევროატლანტიკურ გზას ადგას. მე კარგი ურთიერთობა მქონდა ძველ მინისტრებთან და იმედია ასე მოხდება ახალი მინისტრების შემთხვევაში", - განაცხადა ფავიმ.