პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯისთვის საზიანოა

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯისთვის საზიანოა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტრებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის მოსაზრებით , პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებები, ირაკლი ღარიბაშვილის იმიჯისთვის საზიანოა.

ალექსი პეტრიაშვილი ცოტა ხნის წინ "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ზალკალიანთან და "თავისუფალი დემოკრატების" წევრ ირაკლი ჩიქოვანთან ერთად მივიდა.

ალექსი პეტრიაშვილი გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ამ ტიპის განცხადებები რეალურად თავად პრემიერს აზიანებს და მისი იმიჯისთვის საზიანოა.

"მას არაფერს სიკეთეს არ მოუტანს ასეთი ტიპის განცხადებები, რადგან რეალობა ნამდვილად სხვა არის. ეს საზოგადოებამაც იცის, ეს პრემიერმა ღარიბაშვილმაც კარგად იცის და საერთაშორისო თანამეგობრობამაც. ამიტომ თუკი მას ჰყავს ისეთი მრჩევლები, ვინც მას რჩევებს აძლევს, რომ ასეთი ფორმულირებებით ილაპარაკოს, ძალიან ცუდია. თუმცა, მე ვურჩევდი თუ მიიღებს - არ მიიღებს, ეს მისი საქმეა, ამ ტიპის განცხადებები ნამდვილად მის იმიჯს უფრო აზიანებს, ვიდრე ამით ირაკლი ალასანიას დააკლებს რამეს", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.