მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები, მათთვის არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანიას უჭკუო უწოდა და ღალატში დასდო ბრალი.
"მე არ მყავს უჭკუო და ავანტურისტი მეგობრები, თან 24 წელი ასეთებთან მეგობრობა გაძნელდებოდა. არც ქვეყნის ღალატი და საბოტაჟნიკობა შემიმჩნევია,
აი პირიქით კი, რამდენიც გინდაც - ქვეყნის სიყვარული, თავდადება, ერთგულება ულევი. ამბიციური კი კარგია", - აცხადებს ხიდაშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადაყენებულ ირაკლი ალასანიას "ავანტურისტს", "უჭკუოსა" და "ამბიციურს" უწოდებს. ეს განცხადება პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას გააკეთა.