"თავისუფალი დემოკრატები" პრემიერისგან "ქინდერ სიურპრიზს" ელოდებიან

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაპირებული სიურპრიზი ალბათ "ქინდერ-სიურპრიზია", - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრებთან შეხვედრის დროს გაკეთებულ განცხადებებს.

"ნამდვილად არ მინდა და ვფიქრობ, რომ არც ღირს ტალახის სროლაზე რაიმე კომენტარის და შეფასების გაკეთება. სურვილი მაქვს ამ ყველაფერზე მაღლა დავდგე. ნამდვილად არ ვიცი რა სიურპრიზებზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ალბათ "ქინდერ სიურპრიზია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ირაკლი ალასანიას შესახებ მისი თანაგუნდელები ბევრ სიურპრიზს გაიგებენ.

"ეს იქნება კიდევ ერთი შემარცხვენელი მისთვის პირადად და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე გაიგებენ ბევრ სიურპრიზს მის შესახებ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.