საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები დასახეს.
იანოშ ჰერმანი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის პოზიციას 2014 წლის ოქტომბრიდან იკავებს. უნგრელმა დიპლომატმა კარიერა გასული წლის 70-იან წლებში დაიწყო. 1976 წელს იგი პერუში უნგრეთის საელჩოში ატაშედ დაინიშნა. სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობდა უნგრეთის საელჩოებში მექსიკასა და საბერძნეთში. 2001 წელს კი ნატოში უნგრეთის მუდმივი წარმომადგენელი გახდა. 2005-2009 წლებში იყო ევროკომისიის საგარეო საქმეთა დოქტორატის მთავარი მრჩეველი რეგიონული თანამშრომლობის სფეროში. 2009-2013 წლებში ნორვეგიასა და ისლანდიაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი გახდა. 2014 წლის დასაწყისში კი მას ცენტრალურ აზიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ეკავა.