პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს თედო ჯაფარიძეს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავების სურვილი არ აქვს.
"დასახელებული გვარებიდან ყველა ღირსეული კანდიდატურაა. გამოცდილი, პროფესიონალი, ამიტომ ვინც ამ საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას, ალბათ, სათანადო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩემი პოზიცია არია შემდეგი, ცნობილია, რომ თედო ჯაფარიძე კარგად გრძნობს თავს აქ, სადაც ვარ. თედო ჯაფარიძე უკვე იყო ბევრ პოსტზე, ამიტომ ახლა ალბათ, არის დრო, იმ ადამიანებმა, რომელთა გვარიც დასახელდა და ვისიც არ იყო, იმ ახალგაზრდა თაობამ აიღოს ეს მძიმე ტვირთი“, - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ თანამდებობა გუშინ დატოვა. მის შემცვლელს პრემიერ-მინისტრი უახლოეს ხანებში დაასახელებს.