თედო ჯაფარიძე

თედო ჯაფარიძე "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო პოსტებზე დარჩენას მხარს უჭერს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე უმრავლესობიდან გასული "თავისუფალი დემოკრატების" საპარლამენტო პოსტებზე დარჩენას მხარს უჭერს.

როგორც მან ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, თუკი საკითხი რეგლამენტთან წინააღდეგობაში არ მოვა, ის თავის კოლეგებს მხარს დაუჭერს.

"მე პირადად ამ ადამიანებთან ძალიან დიდი, ღრმა პროფესიული კავშირები მაქვს, ისინი ჩემი მეგობრები არიან, მათ ბევრი კარგი რამ გააკეთა, პარლამენტისთვის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის. მათი დარჩენა საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესში მიმაჩნია, რომ აუცილებელია და მხარს დავუჭერ, თუკი ამის საშუალებას პარლამენტის რეგლამენტი იძლევა", - განუცხადა ჟურნალისტებს თედო ჯაფარიძემ.