როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, მასთან ერთად პარტია მთლიანად დატოვა ოზურგეთის საკრებულოს ფრაქციამ - ოთხმა დეპუტატმა და პარტიის უმრავლესობამ.
“მე პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და პარტიის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილება კოალიციის დატოვების შესახებ ჩვენთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიეღო. ამის გამო იძულებული ვარ, დავტოვო "თავისუფალ დემოკრატთა" რიგები", - განაცხადა კვერღელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე და კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებით ალასანიას გუნდის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.
კვერღელიძის თქმით, პარტიაში რჩება მცირე ნაწილი, მათ შორის ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს წევრი თემურ სალუქვაძე.