„საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით“-პრემიერის ინტერვიუ CNN-ს

„საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით“-პრემიერის ინტერვიუ CNN-ს

ევროკაშვირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე საქართველოს პრემიერ -მინისტრმა CNN-თან ისაუბრა. ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება საქათველოს დაბრუნებაა ევროპულ ოჯახში. "ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში. და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საზიარო კულტურა, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღირებულებები, ჩვენ გვსურს უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ჩვენ მართლაც გვინდა ვაქციოთ ეს ქვეყანა ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა 2008 წლის იანვრის რეფერენდუმი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინაც კი მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტს ნატო-ს წევრობა სურდა და ახლაც რჩება ამის მომხრე 80%. "მაგრამ ეს არ იწვევს მოსკოვის პროვოცირებას? არ ძაბავს ეს თქვენს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად?" - ჟურნალისტის ამ კითხვას პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით.

"საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც შეადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი სიტუაცია, მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია სამეზობლოში", - განაცხადა პრემიერმა.