საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით

საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით

ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ინტერვიუს დასაწყისში ჟურნალისტი ამბოს -  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მას უნდა,   თავისი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნამდვილი სახელმწიფო. მისივე თქმით, რუსეთთან ტერიტორიული დავის შემდეგ, საქართველომ თავისი ეკონომიკური ბედი და მომავალი ბრიუსელს დაუკავშირა და ივნისში ხელი მოაწერა თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას ევროკავშირთან.

CNN ირაკლი ღარიბაშვილთან საუბარში დაინტერესდა,  რას ნიშნავს ეს შეთანხმება მისი ქვეყნისათვის.

"ჩვენ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას ვუწოდებთ ჩვენს დაბრუნებას დიდ ევროპულ ოჯახში. და რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს საზიარო კულტურა, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ღირებულებები, ჩვენ გვსურს უკეთეს საქართველოში ცხოვრება და ჩვენ მართლაც გვინდა ვაქციოთ ეს ქვეყანა ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტმა 2008 წლის იანვრის რეფერენდუმი გაიხსენა. მისი თქმით, მაშინაც კი მოსახლეობის სამ მეოთხედზე მეტს ნატო-ს წევრობა სურდა და ახლაც რჩება ამის მომხრე 80%. "მაგრამ ეს არ იწვევს მოსკოვის პროვოცირებას? არ ძაბავს ეს თქვენს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად?" - იკითხა ჟურნალისტმა, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით.

"საქართველოს სწრაფვა არ წარმოადგენს ნაბიჯს ვინმეს წინააღმდეგ, რუსეთის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რუსეთის ინტერესსაც შეადგენს, რომ ჰქონდეს მშვიდობიანი სიტუაცია, მშვიდობა და სტაბილური სიტუაცია სამეზობლოში", - განაცხადა პრემიერმა.