პრემიერი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა

პრემიერი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნას დათანხმდა.

ამის შესახებ კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ეს არის კონკრეტული სავარაუდო კორუფციული დანაშაული. მე არ მინდა, დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმპცია, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ პროკურატურას აქვს სერიოზული კითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდოთ გამოძიებას. დღეს იყო საუბარი, თხოვნა იყო ირაკლის მხრიდან, რომ სრულიად გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი. გრიფის მოხსნაზე იყო საუბარი და ამას დათანხმდა პრემიერ-მინისტრიც. ამიტომ ჩვენს ინტერესებშიც შედის ის, რომ ამ საქმის განხილვა მოხდეს გამჭვირვალედ, რომ არავის კითხვები არ დარჩეს, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო არის ერთ-ერთი სტრატეგიული სამინისტრო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.