ჯაფარიძე თუ დუმბაძე - ვინ ჩაანაცვლებს ფანიჯიკიძეს?

ჯაფარიძე თუ დუმბაძე - ვინ ჩაანაცვლებს ფანიჯიკიძეს?

ამ დრომდე ოფიციალურად უცნობია ვინ დაიკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. სახელისუფლებო კულუარებში ამ პოსტზე ორი კანდიდატურა სახელდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე. ორივე მათგანს დიპლომატად მუშაობის სტაჟი და გამოცდილება აქვს.

თედო ჯაფარიძე 1991-92 წლებში საგარეო საქმეთა მინისტრს მოადგილე იყო, რის შემდეგაც უშიშროების საბჭოში გადაინაცვლა. ამის შემდეგ ის 1994 -2002 წლებში შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი იყო. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი შევარდნაძის უშიშროების საბჭოს ბოლო მდივანი. თედო ჯაფარიძე სააკაშვილის პირველი მთავრობის საგარე საქმეთა მინისტრი იყო. პოლიტიკაში კი ივანიშვილის მოსვლის შემდეგ დაბრუნდა. რაც შეეხება გელა დუმბაძეს , ის დიპლომატიურ სამსახურში 90-იანი წლების ბოლოდან არის. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინასა და უზბეკეთში საქართველოს ელჩების მრჩევლად. ის საქართველოს მთავრობის წევრი 2014 წლის 22 ივნისიდან არის.