„ ... ირაკლიმ მანამ მიუჯახუნა კარი სანამ ბიძინა ფულს ატენიდა“

„ ... ირაკლიმ მანამ მიუჯახუნა კარი სანამ ბიძინა ფულს ატენიდა“

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის ნათია ფანჯიკიძის განცხადებები, რომელთაც ის „ფეისბქუზე“ ტოვებს საზოგადოების ყურადრების ცენტრშია. მის მიერ 5 ნოემბერს დატოვებულ სტატუსზე სათაურით „დილა მშვიდობისა თავისუფალი დიასახლისისგან“ კომენატრებში წერს: „რუსთავი 2“-ზე ჩვეულებრივი ადამიანებიც მუშაობენ, თავის საქმის პროფესიონალები.

„ნაციონალებს“ - პოლიტიკოსებს ირაკლიმ მანამ მიუჯახუნა კარი, სანამ ბიძინა ფულს ატენიდა, ამის დარდი არ გქონდეთ. ჩვენ სტაბილური ხალხი ვართ, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებებით, მაგრამ „ნაციონალების“ მხარდამჭერებში, რომელთაც მათი პროდასავლური კურსის სჯეროდათ, ასევე არიან გულწრფელი და კარგი ადამიანები და ადამიანი ძვირფასია. მძულს სიძულვილი. პოლიტიკოსებს რაც შეეხება, ვიმეორებ, ნაციონალები, თავიანთი სიძულვილით სავსე გულებით, დაივიწყეთ ჩვენთან მიმართებაში.