ვიქტორ ჯაფარიძე და გია სამხარაული "თავისუფალი დემოკრატებიდან" კოალიციაში რჩებიან. ეს ინფორმაცია "კურიერთან" საუბრისას ვიქტორ დოლიძემ დაადასტურა.
"ისინი ჩემი მეგობრები არიან, დარჩებიან ბოლომდე და იზიარებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რაზეც „თავისუფალი დემოკრატების" ფრაქცია დგას. ისინი არ ტოვებენ კოალიციას და ამაში რამეს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, ეს პოლიტიკური პროცესია,"- განაცხადა დოლიძემ.